საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რეკომენდაციები კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის

კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, გთხოვთ გაეცნოთ რეკომენდაციებს როგორც მაღალი რისკის ზონის ქვეყნებიდან მოგზაურობის, ასევე ზოგადად მგზავრობის და თვითმფრინავის ბორტზე ყოფნის, ასვე თვითიზოლაციის შესახებ.

ყველა ფიზიკური პირისათვის აკრძალულია გადაადგილება, საზოგადოებრივი ან კერძო სატრანსპორტო საშუალებით, ადგილსამყოფელი მუნიციპალიტეტიდან სხვა მუნიციპალიტეტში, გარდა დადასტურებული სამუშაო საჭიროებისა, აბსოლუტური გადაუდებლობის ან ჯანმრთელობის მიზეზების გამო;

ახალი დეკრეტის გათვალისწინებით შემუსავებულია გადაადგილებისთვის აუცილებელი ავტოსერთიფიკატის ახალი ფორმა.

შეგიძლიათ გასაცნობად გადაიწეროთ სერტიფიკატის ქართული თარგმანი. გაითვალისწინეთ, რომ ქართული ვერსია მხოლოდ ტექსტის გასაცნობადაა საჭირო და მას ოფიციალური ძალა არ აქვს.

 

 

ვირუსის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდით საქართველოს საელჩოს ქ. რომში, ცხელი ხაზის ნომერზე: 

+39 333 887 9123
+39 350 131 2131
+39 350 148 3114
+39 350 148 3183

რესპირატორული სიმპტომების აღმოჩენის დროს (მაღალი სიცხე, ხველა, ყელის ტკივილი) იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების თანახმად, გთხოვთ, თვითნებურად არ გამოცხადდეთ სამედიცინო დაწესებულებებში. დარეკეთ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე: 

განსაკუთრებული აუცილებლობის დროს - 112 და 118!

ან რეგიონების მიხედვით:

ბაზილიკატა: 800 99 66 88
პიემონტე: 800 19 20 20 24 საათის განმავლობაში ან 800 333 444 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლის 8-დან 20.00 საათამდე 
ვალე დ’აოსტა: 800 122 121
ლომბარდია: 800 894 545
ალტო ადიჯე: 800 751 751
ტრენტოს პროვინცია: 800 867 388
ბოლცანოს პროვინცია: 800 751 751
ვენეტო: 800 462 340
ფრიული ვენეცია ჯულია: 800 500 300
ტოსკანა: 800 556 060
უმბრია: 800 636 363
მარკე: 800 936 677
ემილია-რომანია: 800 033 033
კამპანია: 800 909 699
ლაციო: 800 118 800
კალაბრია: 800 767 676
სიცილია: 800 45 87 87
პულია: 800 71 39 31
სარდინია: 800 311 377
აბრუცო:
ASL n. 1 აკვილა: 118
ASL n. 2 კიეტი-ლანჩანო-ვასტო: 800 860 146
ASL n. 3 პესკარა: 118 
ASL n. 4 ტერამო: 800 090 147
ლიგურია - 112
მოლიზე: 0874 313000 და 0874 409000  
პიაჩენცა: 0523 317979
ასევე იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1500!

კორონა ვირუსთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, ასევე, ეწვიოთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდს: https://moh.gov.ge; https://www.facebook.com/mohgovge/ 

ან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდს: https://www.ncdc.ge/; https://www.facebook.com/ncdcgeorgia/

იტალიის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ჯუზეპე კონტეს 11 მარტის დადგენილება

რა იცვლება პრემიერ-მინისტრის ახალი განკარგულებით?

11 მარტის განკარგულების მთავარი სიახლეა მთელი ეროვნული ტერიტორიის დახურვა.

  • იტალიის მთელი მასშტაბით ყველა კვების ობიექტის - ბარები, კაფეები, პიცერიები,რესტორნები, სანაყინეები, მაღაზიები და ა.შ. დაიხურა
  • გარდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კატეგორიებისა. კერძოდ, ღია დარჩება საკვები პროდუქტების მაღაზიები, აფთიაქები, გაზეთების ჯიხურები, თამბაქოს მაღაზიები და სხვა იხ. ბმული
  • გარდა ამისა, დადგენილებით მიხედვით, რეგიონების პრეზიდენტებს შეუძლიათ შეამცირონ ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განახორციელონ აუცილებელი სანიტარული კონტროლი და უზრუნველყონ მომსახურების აუცილებელი დონე. ანალოგიურად, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრს შეეძლება გააუქმოს ან შეამციროს სატრანსპორტო სერვისების, იქნება ეს ავტობუსის, მატარებლის, თვითმფრინავის თუ გემის მომსახურებები.

მოქმედების წესები იტალიის მთელ ტერიტორიაზე:

ყველა სახის საზოგადოებრივი შეკრება მკაცრად იკრძალება საჯარო ადგილებში ან საზოგადოებისთვის ღია ადგილებში.

ადამიანების ყველა გადაადგილება თავიდან უნდა იქნას აცილებული, გარდა შემდეგი აუცილებელი შემთხვევებისა:

  • დოკუმენტურად დასაბუთებული სამსახურებრივი საჭიროება;
  •  საგანგებო სიტუაციები;
  • ჯანმრთელობის მიზეზები;
  • სახლში ან რეზიდენციის ადგილას დაბრუნება!

გადაადგილებისას იქნება ეს ერთი მუნიციპალიტეტიდან მეორეში, თუ უბრალოდ ქალაქის ფარგლებში, თან უნდა იქონიოთ ავტოსეთიფიკატი, რომელითაც დაადასტურებთ თქვენი გადაადგილების აუცილებლობას!

სერტიფიკატი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ 👇

ყველა ღონისძიება და სპორტული შეჯიბრი იკრძალება, გარდა დახურული კარების მიღმა საერთაშორისო შეჯიბრებებისა;

დასაშვებია სპორტული ვარჯიში გარეთ, იმ პირობით, რომ ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები შეინარჩუნებენ ერთმანეთისგან 1 მეტრის დისტანციას;

ვისაც სხეულის ტემპერატურა 37,5 ° C- ზე მაღალი აქვს, მკაცრად რეკომენდირებულია სახლში დარჩენა;

ორგანიზაციებმა ხელი უნდა შეუწყონ თავიანთ თანამშრომლებს შვებულებაში გასვლასა და დასვენებაში;

ყველა სათხილამურო კურორტი დაკეტილია;

გაუქმებულია ყველა კულტურული, რელიგიური, სპორტული, გასართობი და სავაჭრო ღონისძიება;

ბავშვთა აღზრდის ცენტრებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ყველა საქმიანობა შეწყვეტილია;

ყველა სამოქალაქო და რელიგიური ცერემონია, მათ შორის დამკრძალავი პროცესია, შეწყვეტილია;


საკონსულო სამსახურის განცხადება მომსახურების წესების ცვლილებების შესახებ

ა) მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსის (COVID-19-ს) შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, 2020 წლის 4 აპრილამდე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები და საკონსულო დაწესებულებები გადადიან მომსახურების განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს ადგილზე (უშუალოდ საკონსულო დაწესებულებაში) მომსახურების შეზღუდვებს.

აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება იმ საკონსულო მომსახურებებს, რომელთა მიღებაც შესაძლებელია დისტანციურად. ინფორმაცია დისტანციური მომსახურების შესახებ განთავსებულია https://www.geoconsul.gov.ge

გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქე ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს საელჩოს ან საკონსულოს შემდეგ ნომრებზე  06 4554 0281 ან ცხელი ხაზის ნომერზე +333 8879123. ან ელ. ფოსტაზე: [email protected]

იმ შემთხვევაში, თუ საკონსულოსთან კომუნიკაციის შედეგად წარმოიშვა საქართველოს მოქალაქის საკონსულო დაწესებულებაში გამოცხადების გადაუდებელი აუცილებლობა, ამოქმედდება მომსახურების შემდეგი წესები:

  • მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს).
  • მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს (არც ადრე და არც გვიან).
  • მოქალაქეს ეკრძალება საკონსულოში მომსახურების მისაღებად გამოცხადება, თუ მას აღენიშნება გრიპის სიმპტომები ან იყო შემხებლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან.
  • მოქალაქე საკონსულო დაწესებულებაში გადაუდებელი მომსახურების მისაღებად საჭიროა გამოცხადდეს დამცავი ატრიბუტიკით
  • მოქალაქე ვალდებულია საკონსულო დაწესებულებაში შესვლისთანავე გამოიყენოს საკონსულოს შესასვლელთან განთავსებული ხელის სადეზინფექციო საშუალება.
  • მოქალაქე ვალდებულია მოერიდოს საკონსულოს მომსახურე პერსონალთან შემხებლობას.
  • მოქალაქე ვალდებულია თავი შეიკავოს საკონსულოში დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა.

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მომსახურება განხორციელდება, მხოლოდ დისტანციურად.

საგარეო საქმეთა სამინისტრო იტოვებს უფლებას, სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, გააგრძელოს დადგენილი შეზღუდვების მოქმედების პერიოდი.



ხშირად დასმული კითხვები

როგორ და როდის შემიძლია დაკავშირება საქართველოს საელჩოსთან?

საქართველოს საელჩოსთან დაკავშირება შესაძლებელია სამუშაო დღეებში 9.30 დან 6 საათამდე შემდეგ ნომერზე 0645540280.

საკონსულო საკითხებზე სატელეფონო კონსულტაცია წარმოებს: ყოველ სამუშაო დღეს 15:00 დან-17:00 საათამდე, შემდეგ სატელეფონო ნომერზე:

0645540281

გადაუდებელ და ფორს-მაჟორულ შემთხვევებში, სატელეფონო კონსულტაცია შესაძლებელია შემდეგ ნომერზე:: +39 333 8879123

კორონა ვირუსთან დაკავშირებული საგანგებო ვითარების შესაბამისად, მიმდინარე პერიოდში 24 საათის განმავლობაში ჩართულია ცხელი ხაზის შემდეგი ნომრები:

+39 333 887 9123

+39 350 131 2131

+39 350 148 3114

+39 350 148 3183

თუ რაიმე მიზეზით თქვენთვის შეუძლებელია ტელეფონით დაკავშირება, შეგიძლიათ საელჩოს თანამშრომელს საელჩოს Facebook-ის გვერდზეც დაუკავშირდეთ:

https://www.facebook.com/ambasciatadigeorgia/

 

რა მიზეზით შემიძლია ქუჩაში გასვლა საყოველთაო კარანტინის ფარგლებში?

მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას. ასეთ შემთხვევაში, თან უნდა იქონიოთ შევსებული და ხელმოწერილი ავტოსერთიფიკატი, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად. სერთიფიკატის ფორმა შეგიძლიათ მოიპოვოთ საელჩოს ვებ-გვერდზე.

 

რა არის გადაუდებელი აუცილებლობა, რომლის არსებობის დროსაც საპატიოდ ჩაითვლებაგადაადგილება შევსებული ავტოსერთიფიკატით?

გადაადგილება შესაძლებელია შემდეგი საპატიო გარემოებების არსებობისას:

  • დადასტურებული სამუშაო საჭიროებები;
  • აბსოლუტური გადაუდებლობა ("სხვა მუნიციპალიტეტში გადაადგილებისთვის")
  • აუცილებელი მდგომარეობა (იმავე მუნიციპალიტეტში გადაადგილებისთვის, ან გადაადგილება, რომელიც აისახება ყოველდღიურობაში ან რომლებიც ჩვეულებრივ ხორციელდება მოკლე მანძილებზე სურსათის შეძენა, აფთიაქში წასვლა და ა.შ.);
  • ჯანმრთელობის მიზეზები.

შედის თუ არა აუცილებელ მდგომარეობაში მაგალითად ძაღლის გასეირნება, სირბილი და/ან სპორტული აქტივობა? ამასთან, ვინაიდან ,პროდუქტის მაღაზიების გარდა, მუშაობას აგრძელებენ, სატელეფონო, კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიები, ასევე ქიმწმენდები, ტაბაკერიები (თამბაქოს მაღაზიები), არის თუ არა დარღვევა იქ წასვლა და ითველბა თუ არა სასიცოცხლოდ აუცილებელ გარემოებებად?

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ზემოთ აღნიშნული შეზღუდვები არ ექვემდებარება სანქციებს, საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიატორიაზე. თუმცა,აუცილებელია, რომ ავტოსერთიფიკაციის შევსებული მოდული თან იქონიოს ყველამ ნებისმიერი გადაადგილებისას.

 

შემიძლია ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გადაადგილება?

კი, აბსოლუტური გადაუდებლობის შემთხვევაში, თუ გექნებათ შევსებული ავტოსერთიფიკატი მგზავრობის დასაბუთებული არგუმენტაციით, რომ მიემგზავრებით სამსახურში ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისთვის, ან ბრუნდებით მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, სამშობლოში და შესაბამისი ავიაკომპანიის ბილეთები გაგაჩნიათ.

აქვე გთხოვთ, მგზავრობის დაწყებამდე გადაამოწმოთ შიდა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა და მოძრაობის გრაფიკი, რადგან ასეთი ტრანსპორტი ჩვეულებრივისგან განსხვავებული, შეზღუდული განრიგით მოძრაობს.

 

როგორ შევავსო ავტოსერთიფიკატი?

ავტოსერთიფიკატის შევსების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვებ-გვერდის შესაბამის ბმულზე:

http://www.italy.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=424&lang=1&NewsID=142494

 

სად ვიშოვო ავტოსერთიფიკატი?

ავტოსერთიფიკატი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდიდან, ამობეჭდოთ, შეავსოთ და ხელი მოაწეროთ.

თუ ვერ ახერხებთ ამობეჭდვას, ავტოსერთიფიკატი შეგიძლიათ მოითხოვოთ ასევე ტაბაკერიებში.

 

3 თვიანი სავიზო რეჟიმი დარღვევა არ მინდა, მაგრამ შექმნილი სიტუაციის გამო ვერვახერხებ დროულად საქართველოში დაბრუნებას? ჩამეთვლება რეჟიმის დარღვევად?

ჯანდაცვის გადაუდებელი გარემოების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ საემიგრაციო სამსახურები და კვესტურები დროებით დაკეტილია მოქალაქეებისათვის, უცხოელებმა, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათ მოკლე ვადიან ვიზას ან უვიზო რეჟიმს დრო ამოეწურა, არ უნდა მიმართოთ არანაირ ფორმალობას. თქვენი იტალიის ტერიტორიაზე ყოფნა, ფორს მაჟორული მდგომარეობიდან და საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტიდან გამომდინარე, ჩაითვლება საპატიოდ, ერთადერთი ვალდებულებით, რომ დატოვოთ იტალიის ტერიტორია არსებული მდგომარეობის გამოსწორებისთანავე. ანუ იმისათვის, რომ დარღვევა საპატიოდ ჩაითვალოს, საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან და რეგულარული მიმოსვლისა და ფრენების აღდგენისთანავე უნდა დატოვოთ იტალიის ტერიტორია.
 

იტალიაში ცხოვრების ნებართვას (permesso di soggiorno)ვადა გასდის და ვერ ვახერხებ განახლებას.

2020 წლის 17 მარტის (დეკრეტი CURA ITALIA) 103 მუხლის მეორე პუნქტი განსაზღვრავს, რომ "ყველა სერთიფიკატი, ატესტატი, ნებართვა, თანხმობა, მოწმობა, ავტორიზაცია და საკვალიფიკაციო დოკუმენტი, რომლებსაც ვადა გასდით 31 იანვრიდან 15 აპრილის ჩათვლით, ქმედითუნარიანია 2020 წლის 15 ივნისამდე". დოკუმენტების ამ კატეგორიაშია იტალიაში ცხოვრების უფლებაც (Permesso di soggiorno), რომლის ვადაც, ზემოთხსენებული პერიოდის განმავლობაში ვადის გასვლის შემთხვევაში, გაგრძელდება 2020 წლის 15 ივნისამდე.

 

როგორ ვიყიდო ბილეთი რომი-თბილისის სპეც-რეისზე?

რომი თბილისის სპეციალური რეისი განხორციელდება 21 აპრილს. ელექტრონული ბილეთების გაყიდვა 2 დღით ადრე - 19 აპრილს თბილისის დროით 10:00 საათზე დაიწყება „საქართველოს ავიახაზების“ (აირზენა) ვებ-გვერდზე https://www.georgian-airways.com/ და გაგრძელდება ბილეთების ამოწურვამდე. ბილეთის სავარაუდო ფასი იქნება 199 ევრო.


საელჩოში რეგისტრაცია მაქვს გავლილი და მოვხვდები თვითმფრინავზე?

საელჩოში რეგისტრაცია ემსახურება საქართველოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობის დადგენას და არ გულისხმობს არც ბილეთების დაჯავშნას და არც რიგის დაკავებასა, თუ რაიმე სხვა შეღავათს ავიაბილეთების მოსაპოვებლად. თვითმფრინავზე მოსახვედრად მოქმედებს ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ზოგადი წესები. (იხილეთ წინა კითხვის პასუხი)


რომელ საათზე დაიწყება ბილეთების გაყიდვა?

ავია-რეისთან დაკავშირებული დეტალები. ბილეთების გაყიდვა დაიწყება 19 აპრილის თბილისის დროით დილის 10:00 საათზე. რეისთან დაკავშირებული სხვა დეტალები (ბორტზე დაშვებული ტვირთის ოდენობა, ცხოველების გადაყვანის შესაძლებლობა და პირობები, ხელბარგის წონა და სხვა ინფორმაცია) უნდა დააზუსტოთ ავია-კომპანიასთან.


როგორ ჩამოვიდე რომამდე თბილისში გასამგზავრებლად?

მას შემდეგ რაც შეიძენთ ბილეთს, უნდა შეავსოთ ავტო სერთიფიკატი, სადაც რომის მიმართულებით მგზავრობის მოტივად მიუთითებთ სამშობლოში დაბრუნებას. ეს დოკუმენტი ბილეთთან ერთად ჩაითვლება საპატიო მიზეზად იტალიის სხვადასხვა ქალაქებიდან რომის მიმართულებით გადაადგილებისთვის. გადაადგილებას შეძლებთ სხვადასხვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტით (მატარებლით, თვითმფრინავით, ავტობუსით და სხვა), რომლის ბილეთები და მოძრაობის განრიგი წინასწარ უნდა შეამოწმოთ მგზავრობის დაწყებამდე.

ავტოსერთიფიკატის შევსების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ

http://www.italy.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=424&lang=1&NewsID=142494


იქნება თუ არა სხვა რეისი და იქნება თუ არა ფრენები რომის გარდა სხვა ქალაქებიდან?

არ არის გამორიცხული დაინიშნოს დამატებითი რეისები, მაგრამ ინფორმაცია რეისების თარიღისა და გამგზავრების ქალაქების შესახებ მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც რეისი დაინიშნება. ასეთი ინფორმაცია საელჩოს ვებ-გვერდზე და „ფეისბუქ“-გვერდზე გამოქვეყნდება.


შეუძლია თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეს იყიდოს ბილეთი სპეციალურ ავია-რეისზე და შევიდეს საქართველოს ტერიტორიაზე?

ამისათვის უცხოეთის მოქალაქე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, ან მშობელი და უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი, შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტაცია.


პასპორტი არ მაქვს, რა ვქნა?

იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაკარგეთ პასპორტი, ან მას ვადა გაუვიდა ან სხვა მიზეზით არ ფლობთ მას, სამგზავრო დოკუმენტად უნდა გამოიყენოთ საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა, რომლის აღებასაც შეძლებთ საქართველოს საელჩოს საკონსულო განყოფილებაში, მხოლოდ მას შემდეგ, როცა უკვე შეძენილი გექნებათ ავიაბილეთი სპეც-რეისზე. დასაბრუნებელ მოწმობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად დარეკეთ შემდეგ სატელეფონო ცხელ ხაზზე: +39 350 148 3114.