საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

‼⚠ყურადღება! გადაადეგილებისთვის აუცილებელი ახალი ავტოსერთიფიკატის მოდული!

‼⚠იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
იტალიიის ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის აუცილებელი ავტო სერთიფიკატის მოდული, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული დეკრეტების შესაბამისად კიდევ ერთხელ შეიცვალა! 

შეგახსენებთ, რომ იტალიის ტერიტორიაზე  გადაადგილება შესაძლებელია შემდეგი საპატიო გარემოებების არსებობისას

  • დადასტურებული სამუშაო საჭიროებები;
  • აბსოლუტური გადაუდებლობა ("სხვა მუნიციპალიტეტში გადაადგილებისთვის")
  • აუცილებელი გარემოება  (იმავე მუნიციპალიტეტში გადაადგილებისთვის, ან გადაადგილება რომელიც აისახება ყოველდღიურობაში ან რომლებიც, ჩვეულებრივ, ხორციელდება მოკლე მანძილებზე იქნება ეს სურსათის შეძენა, აფთიაქში წასვლა თუ სხვა აუცილებელი გარემოება);
  • ჯანმრთელობის მიზეზები.

 


ავტოსერთიფიკატის ახალი ფორმა იხილეთ ბმულში!
შეგიძლიათ გასაცნობად გადაიწეროთ სერტიფიკატის ქართული თარგმანი. გაითვალისწინეთ, რომ ქართული ვერსია მხოლოდ ტექსტის გასაცნობადაა საჭირო და მას ოფიციალური ძალა არ აქვს.